2014 წლის შემდეგ უკრაინულ ფეხბურთში უამრავი რამ შეიცვალა. კიევში პროევროპულმა პროტესტმა, რომელმაც თავის მხრივ ვიქტორ იანუკოვიჩის მთავრობა დაამხო, დონბასის ომმა და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ უკრაინაში ფეხბურთს სახე შეუცვალა.
"სევასტოპოლმა" და სიმფეროპოლის "ტავრიამ" იმავე წლის ბოლოს უკრაინული ფეხბურთის ლიგა დატოვეს, უეფამ კი რუსეთში თამაშის შესაძლებლობა არ მისცა. ამიტომ ახლა ყირიმის ჩემპიონატში გამოდიან. არადა, ეს უკანასკნელი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ უკრაინული ლიგის ჩემპიონი იყო, რა თქმა უნდა, დონეცკის "შახტართან" და კიევის "დინამოსთან" ერთად.
ახლა იქ კიდევ ერთი ომი იწყება, ეს ყველაფერი
კი ფეხბურთზე მნიშვნელოვნად აისახება.
"ყოველდღე ვლოცულობ, რომ სახლში დავბრუნდე" - განუცხადა Marca-ს ხორვატმა დარიო სრნამ, რომელიც 2018 წლამდე "შახტარის" შემადგენლობაში გამოდიოდა.
"ჩემთვის ყველაფერი აქაა. მეგონა, კონფლიქტი უფრო ადრე დასრულდებოდა. რა თქმა უნდა, ომი 20 წელს არ გასტანს. ღიად ვამბობ, რომ ჯანმრთელობა და მშვიდობა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ბავშვები სკოლაში უნდა დაბრუნდნენ".
"შახტარის" მოედანი, სახელწოდებით "დონბას არენა", დაიმბომბა. 2014-16 წლებში დონეცკური გუნდი ლვოვში თამაშობდა, 2017-20 წლებში - ხარკოვში, ახლა კი - კიევში... სახლიდან 750 კილომეტრის მოშორებით.
იმავე სიტუაციაში ჩავარდა "ზორია", რომელსაც ასპარეზობა შინაური კედლებიდან 400 კილომეტრის მოშორებით უწევს...
დონბასში 2 გუნდი რჩება
დონბასის ტერიტორიაზე 2 გუნდი დარჩება. "მარიუპოლი" პრემიერ დივიზიონის ბოლოშია, ხოლო "კრამატორსკი" რიგით მეორე ლიგაში (სახელწოდებით "პერშა ლიგა") მე-12 ადგილს იკავებს.
სამწუხაროდ, სიტუაცია ისე ვითარდება, რომ ალბათ უკრაინა ომს თავიდან ვერ აირიდებს. დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვლადიმერ ზელენსკიმ (პრეზიდენტმა) განკარგულებას მოაწერა ხელი, რომ განსაკუთრებულ სიტუაციაში რეზერვისტების გაწვევა დაიწყება.