"რუბინი" ორმა ლეგიონერმა დატოვა

AutoSharing Option
"რუბინის" საიტის ცნობით, გუნდიდან ორი ნახევარმცველი წავიდა - დანიელი ანდერს დრეიერი და ჩერნოგორიელი სეად ჰაკშაბანოვიჩი.

ფიფამ რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს სხვა ლიგების გუნდებში გადასვლის უფლება მისცა, 30 ივნისს ისინი უკან უნდა დაბრუნდნენ, მაგრამ არავინ იცის, იმ დროისთვის როგორი სიტუაცია იქნება და მოუწევთ თუ არა კარიერის ისევ რუსეთში გაგრძელება.

დრეიერი "რუბინმა" გასული წლის ზაფხულში "მიდტიულანდისგან" 7 მილიონ ევროდ, ხოლო ჰაკშაბანოვიჩი "ნორჩეპინგისგან" 6.5 მილიონ ევროდ შეიძინა.

"რუბინში" საქართველოს ნაკრების გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია ასპარეზობს.

შეგახსენებთ, "ურალიდან" ლუკა გაგნიძე და ლუკა წულუკიძე წავიდნენ.


ასევე დაგაინტერესებთ