ლოვრენს ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია "ზენიტში" არდაბრუნებისკენ მოუწოდებს - სპორტსმენის პოზიცია სხვაა

AutoSharing Option
ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დეიან ლოვრენს მოუწოდებენ, რომ რუსეთში აღარ დაბრუნდეს. მათ იციან, თუ რა სიტუაციაა ახლა "ზენიტში", შეგახსენებთ, დეიანი რუსულ გუნდს 2020 წელს "ლივერპულიდან" შეუერთდა, ხელი 3-წლიან კონტრაქტს მოაწერა, დღეს კი მზადაა სანკტ-პეტერბურგის კლუბს შეუერთდეს.

მოგეხსენებათ, ქვეყანა ბევრმა უცხოელმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა მას შემდეგ დატოვა, რაც რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი წამოიწყო. თავის მხრივ, FIFA-მ სპორტსმენებს მისცა უფლება, გუნდთან არსებული კონტრაქტი დროებით გაეწყვიტათ და კარიერა სხვა ევროპულ ლიგაში გაეგრძელებინათ.

"ზენიტი" არსებულ სიტუაციას ხვდება, თუმცა მათზე დამოკიდებული არაფერია. ფეხბურთელს უკან დაბრუნება
უნდა, თუმცა ხორვატიის ფეხბურთის ფედერაცია სპორტსმენს მოუწოდებს, რომ რუსეთში არ დაბრუნდეს" - წერია განცხადებაში.

მომზადებულია index-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული