ამას წარმოიდგენდით? - ერიკსენი იქ იკაპიტნებს, სადაც გული გაუჩერდა...

AutoSharing Option
კრისტიან ერიკსენი სერბეთთან ამხანაგურ მატჩში (29 მარტს) დანიის ნაკრების კაპიტანი იქნება. შეხვედრა კოპენჰაგენში, "პარკენზე" შედგება - ეს ის ადგილია, სადაც კრისტიანს 9 თვის წინ გული გაუჩერდა.

კასპერ შმეიხელმა, რომელსაც დანიელებისთვის სიმონ კაიერის არყოფნაში უნდა ეკაპიტნა, სამკლავური სწორედ კრისტიანს გადასცა - ამის შესახებ მთავარმა მწვრთნელმა კასპერ ჰიულმანდმა თქვა. ერიკსენისთვის ძალიან ემოციური მომენტი იქნება - 2021წლის 12 ივნისს აქ მისი გული ხომ 5 წუთით გაჩერდა:

”ეს ნამდვილად განსაკუთრებული იქნება, რადგან მე აქ მას შემდეგ არ ვყოფილვარ, რაც ეს მოხდა. ახლა წარმოუდგენლად ველი,
რომ "პარკენის" მოედანზე დავბრუნდები."

კრისტიანს კარდიოვერტერული დეფიბრილატორი აქვს დამონტაჟებული და კარიერას ინგლისურ "ბრენტფორდში" აგრძელებს. 30 წლის ფეხბურთელმა რამდენიმე დღის წინ ნიდერლანდების ნაკრებს გაუტანა და დანიელთა რიგებში დაბრუნება ასე აღნიშნა.

ერიკსენის ამბავი მართლაც გასაოცარია - გასულ ზაფხულს ამას ბევრი ვერ წარმოიდგენდა - ის დაბრუნდა!

მომზადებულია espn-ის მიხედვით

altამაღელვებელი ამბავი - ერიკსენი, რომელმაც მთელი მსოფლიო აანერვიულა, ნაკრებს გოლით დაუბრუნდა [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული