ევროპაში საფეხბურთო ჩემპიონატები დასასრულს მიუახლოვდა. Goal.com-მა "ოქროს ბურთის" მოგების მთავარი კანდიდატები დაასახელა.
პირველ ადგილს მადრიდის "რეალის" შემტევი ქარიმ ბენზემა იკავებს. მე-2 პოზიციაზე "ლივერპულის" ლიდერი მოჰამედ სალაჰია.
სამეული "ბაიერნის" პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ შეავსო.
აღსანიშნავია, რომ 20 კანდიდატს შორის ლიონელ მესი ("პარი სენ ჟერმენი") და კრიშტიანო რონალდო ("მანჩესტერ იუნაიტედი") ვერ მოხვდნენ.
10-ეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
1. ქარიმ ბენზემა ("რეალი")
2. მოჰამედ სალაჰი ("ლივერპული")
3. რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი")
4. კილიან მბაპე ("პარი სენ ჟერმენი")
5. სადიო მანე ("ლივერპული")
6. კევინ დე ბრუინი
("მანჩესტერ სიტი")
7. ლუკა მოდრიჩი ("რეალი")
8. ვინისიუსი ("რეალი")
9. ფილ ფოდენი ("მანჩესტერ სიტი")
10. ტრენტ ალექსანდერ არნოლდი ("ლივერპული")