"ვიტესის" ყოფილი ფეხბურთელი მურად ლამრაბატე შვებულებას ოჯახთან ერთად ატარებდა, რა დროსაც ტრაგიკულად დაიღუპა.
31 წლის სპორტსმენი მეუღლესთან და 2 შვილთან ერთად მალიორკაში ისვენებდა. მან გადაწყვიტა, 30-მეტრიანი კლდიდან წყალში გადამხტარიყო... შედეგად, ყველაფერი საბედისწერო გამოდგა.
ნახტომი მურადის მეუღლემ გადაიღო. გოგონამ იმწამიერად გააანალიზა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო... მურადის გვამს დღემდე ნავებითა და ვერტმფრენით ეძებენ.
ექიმების თქმით, წყალში ჩავარდნის მომენტში მამაკაცმა გონება დაკარგა და დაიხრჩო.
"ვიტესი" ოჯახს დანაკარგის გამო თანაუგრძნობს:
"კლუბი იზიარებს სამწუხარო სიახლეს. მურადი 2010/11 წლებში ჩვენთან თამაშობდა".
მომზადებულია unian-ის მიხედვით