მარადონას გუნდზე უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე მესის - მარკო ვან ბასტენი

AutoSharing Option
ლეგენდარულ ჰოლანდიელ ფეხბურთელს, მარკო ვან ბასტენს, ჟურნალისტებმა მესისა და მარადონას შედარება სთხოვეს.

"პელე, მარადონა და კრუიფი, ჩემი აზრით, ეს სამი მოთამაშე ისტორიაში ყველაზე მაღლა დგას. ბავშვობაში მინდოდა, კრუიფის მსგავსი მოთამაშე ვყოფილიყავი. ის შემდგომში ჩემი მეგობარი გახდა და ძალიან მენატრება. რაც შეეხება მესის, რა თქმა უნდა, დიდებული მოთამაშეა, მაგრამ
მარადონას გუნდზე ყოველთვის უფრო დიდი გავლენა ჰქონდა, ვიდრე "ლა პულგას".

შეგახსენებთ, მარკო ვან ბასტენი კარიერის დასრულების შემდეგ წვრთნიდა ჰოლანდიის ნაკრებსა და ამსტერდამის "აიაქსს", თუმცა დიდ წარმატებას ვერცერთ გუნდში ვერ მიაღწია.