სერხი რობერტო: მესის "ბარსელონა" უფრო უყვარს, ვიდრე პსჟ

AutoSharing Option
"ბარსელონას" მცველმა სერხი რობერტომ ყოფილი თანაგუნდელის, ლიონელ მესის შესახებ ისაუბრა.

ესპანელის თქმით, "ლა პულგას" "ბარსელონა" "პარი სენ ჟერმენზე" მეტად უყვარს.

"მესის მსოფლიო ჩემპიონატის მოგება მივულოცე, მაგრამ მისგან პასუხი არ მიმიღია.

როგორც ყველა "კულე", უბედნიერესი ვიქნები, თუ ჩვენს რიგებში დაბრუნდება. წავიკითხე, რომ პსჟ-სთან კონტრაქტის გახანგრძლივებას აპირებს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მას "პარი სენ ჟერმენი" ისე არ უყვარს, როგორც "ბარსელონა" - განაცხადა რობერტომ RAC 1-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, მესიმ კატალონიის "ბარსელონა" 2021 წელს დატოვა და თავისუფალი აგენტის სტატუსით "პარი სენ ჟერმენს" შეუერთდა.

მომზადებულია Sports-ის
მიხედვით

altსერხი რობერტო "ბარსელონაში" დარჩება

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა ჭკუის კოლოფი ყავხარ დედიკოს
ნერაძური
14:55 28-12-2022
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული