სრული სიგიჟე - საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები 95:0 და 91:1 დასრულდა, მაგრამ იცით, რა იყო პირველი ტაიმის ანგარიშები?!

AutoSharing Option
სიერა ლეონეს მე-2 დივიზიონში მომხდარმა ამბავმა მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო.

როგორი ამბავია? - "კაჰუნლა რეინჯერსმა" "ლუმბებუ იუნაიტედი" 95-0 დაამარცხა, ხოლო მეორე მატჩში "გალფმა" "კოკიმა ლიბანს" 91-1 სძლია.

საინტერესოა, რომ პირველი ტაიმის ანგარიშები, შესაბამისად, 2:0 და 7:1 გახლდათ! და ამ დაპირისპირებებში დანარჩენი გოლები მეორე ტაიმში გავიდა.

აქვე კიდევ ერთი საინტერესო გარემოება... ჩვენ მიერ ნახსენები მეორე მატჩის არბიტრმა მე-2 ნახევარში მსაჯობაზე უარი თქვა და ის შეცვალეს.

ამ შეხვედრების შედეგები უკვე გაუქმებულია. სიერა ლეონეს ფეხბურთის ასოციაციამ ადგილობრივი ჩემპიონატის მეორე დივიზიონის ამ ორ მატჩზე
გამოძიება დაიწყო.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ახლა არ დაიწყოთ ვაიპროფესორებმა: ჩაწყობილი თამაშები იყოო
დინამოელი
06 ივლისი 2022 11:56
1
მეორე გუნდი საერთოდ რომ არ იყოს მოედანზე ფიზიკურად შეუძლებელია ერთ წუთში ორი გოლის გატანა
ლაშა
06 ივლისი 2022 20:01
1
ერთი ვერსია ის არის რომ წაგებული გუნდის ფეხბურთელებს ხელფასს არ უხდიდნენ და უბრალოდ იდგნენ მეორე ტაიმში ან თავად გაჰქონდათ თავიანთ კარში
მამუკა
06 ივლისი 2022 20:27
0
რომელიმე ანგარიშის საიტზე არ დევს ამ ქვეყნის ჩემპიონატი? ფლაშსქორეზე არ იყო :D :D :D გამოძიებაო? სულ რო ტოტალიზატორში დაგედო ასი მილიონი გოლების რაოდენობაზე ჰაჰა 8.5 9.5 იქნებოდა ბოლო პოზიცია ეს ისეთი ჩაწყობაა რო ვერ მოიფიქრებ ამ ანგარიშით ფული როგორ იშოვეს თუ იატაქცცეშა ამბავია არ ვიცი ისე ყოველ ბახევარ წამში გოლი რანაირად ეთხელ მაინც არ ქონდა სტუმარს ბურთი? ::D
ნოდო
06 ივლისი 2022 18:37
0
საქართველოს ჩემპიონატში, თუ არ ვცდები 90-იანებში იყო ქუთაისის ტორპედო და ფოთის კოლხეთი ხვდებოდა და ქუთაისიდან ხუნდაძე და ფოთიდან დარასელია ხდებოდა ბომბარდირი, ქუთაისში 11:4 მორჩა და ფოთმა 10:5 მოგო მაგრამ ორივე მაჩის შედეგი გაუქმდა საბოლოოდ :):):):)
sormona
07 ივლისი 2022 00:33
0
კი იყო)ოღონდ ანგარიშებია არასწორი და მგონი გვარებიც)))ყველაზე კაიფი ის იყო რომ ერთ ერთი შეცვალეს,მერე გაიგო მეორე უსწრებდა))გამოვიდა და ორი შეაგდო)))0
გიუᲨა
07 ივლისი 2022 10:18
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული