tag24: მარტო კვარაცხელია საკმარისი არაა - "ნაპოლი" ევროპის ჩემპიონის შეძენას გეგმავს

AutoSharing Option
tag24 იტყობინება, რომ "ნაპოლი" "სასუოლოსა" და იტალიის ნაკრების 22 წლის თავდამსხმელ ჯაკომო რასპადორის შეძენას აპირებს.

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც ნეაპოლური გუნდი ლორენსო ინსინიემ და დრის მერტენსმა დატოვეს, შეტევის ხაზი დასუსტდა, მარტო ხვიჩა კვარაცხელიას დამატება საკმარისი არ არის და ამიტომ გეგმავენ რასპადორის ყიდვას. თუმცა, ეს ადვილი არ იქნება, ვინაიდან ჯანლუკა სკაკამა "სასუოლოდან" "ვესტ ჰემში" გადადის და კიდევ ერთი შემტევის გასხვისება არ აწყობთ.

Sky Sport-ის მტკიცებით, "ნაპოლი" "სასუოლოს" ტრანსფერში 30 მილიონ ევროს შესთავაზებს.

რასპადორის "სასუოლოსთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული,
გასულ სეზონში კი სერია A-ს 29 მატჩში 9 გოლი გაიტანა. ის 2020 წელს იტალიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონი გახდა, ხოლო სულ ეროვნულ გუნდში 13 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ერთი რამე არ მესმის და იქნებ ვინმემ ამიხსნას... ხვიჩაზე გიჟდებიან ისეთი მაგარიაო ლამის მარადონას შეადარეს და ამის ფონზე 10 მლნ ძლივს გადაიხადეს ამდენი ხნის მერე... რასპადორიში 30 მილიონს ასე თავისუფლად ისვრიან... ანუ მინიმუმ ორჯერ მაგარია ხვიჩაზე???
რუსთავი
24 ივლისი 2022 23:42
2
ორჯერ არა, სამჯერ)))))
American
25 ივლისი 2022 05:56
0
ის ამბავი, რომ გიჟდებიან ხვიჩაზე, ჩვენების აწეულია და აბოლებენ აქ გოიმებს. ხალხს უკვე მესის დონის ფეხბურთელი ჰგონია. ცოტა დაეშვით მიწაზე. მგონი ბაიერნი ახლა 17 წლის ფრანგ, ზანგ ბიჭს ყიდულობს. ეგ არის ალბათ მართლა ტალანტი. თორემ ჩაკვეტაძის ყიდვა რომ ნდომოდა ბაიერნს იყიდიდა. კვარაცხელია ყიდვა რომ ნდომოდა იუვეს თუ ტოტენჰემს იყიდიდა. არ არის ჩვენებიდან არც ერთი ტოპ კლუბის დონის. კვარაცხელია მაგარი ბიჭია, მაგრამ ტოპ კლასის ტალანტი რომ ყოფილიყო 17 წლისას წაიყვანდა უკვე ვიღაც. დაეშვით ცოტა მიწაზე.
odala
25 ივლისი 2022 12:01
2
რასპადორი არა კვახიი მაქვს მაგის თამაშები ნანახი დაც დიდი არაფერი არაა ! მაგას დავითაშვილიც ჯობს მიქაუტაძეც და ზივზივაძეც ! და წაიყვანონ რომელიმე ან სამივე ერთად და სამივე მაქსიმუმ 3 მილიონი დაუჯდებათ ანუ ათჯერ ნაკლები!
zura222
25 ივლისი 2022 04:48
2
რას წერ თვითონ თუ გჯერა ბიჭო?
Vaxto
12 აგვისტო 2022 03:36
0
ხვიჩა როცა ორი წელი ითამაშებს სერია ა-ში სტაბილურად მაღალ დონეზე,მისი ფასი შეიძლება 50 მილიონიც გახდეს.ხოლო დაბალი დონის რუსეთის და საქართველოს ჩემპიონატებში მოთამაშე ფეხბურთელისთვის 10 მილიონის გადახდა მაქსიმუმია.
temo
25 ივლისი 2022 09:46
0
კაი მენეჯერი რომ ყავს მაგიტომ აქვს მასეთი ფასი დაიწყებენ ეხლა ევროკავშირის შემადგენლობაში არ ვართ და მაგის ბრალიაო რაც სრული აფსურდია აფრიკელებში და სამხრეთ ამერიკელებში რატო იხდიან მაშინ მილიონებს!? დავიწყოთ მოკომოტივში ბუნდოვანი მოხვედრა არანაკლებ ბუნდოვანი რუბინში გადასვლა და იძახის რეალის დონეაო და ფაქტიურად ხელფეხი შეუკრა იზეთ ჯონტრაქტს მოაწერინა ხელი იქ კიდე ევრიმი უსე ი სულელი რუბინის მწ რთნელი მთელი წელი არ ათამაშებდა ფაქტიურად ჩამოცილებული იყო ყველფერს ვერც ნაკრე ში ხვდებოდა სანამ სლუცკი არ მოვიდა ხვიჩას პრესპექტივაც მოუკლეს ( მგონია რომ მიზანმიმართულად როგორცკი სიომინმა გარკვეული შეფასება მისცა არ მინდა დავიჯერო რომ ჯუღელიც გარეულია მაგრამ ამხელა მენეჯერი კაცი მთელი რუსეთი საფეხბურთო წრე ანგარიშს გიწევს ეგ არ უნდა გამოგპარვოდა) და ბოლოს ნაკრებში დაგლიჯა რასაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებაფასი მინიმუმ გაორმაგებულია ხოლმე თუმცა აქაც ბუ დოვანია ისევ და ფის დე..აც მთაცარია ბიჭი თამაშობს ღმერთის შეწევნით თავი დააღწია იმ ჭაოობს და ვუსურვებ ქართველი კაცის გასახარებლად ბევრი გამარჯვება და წარმატებები არ გამოლეოდეს უფალი გფარავდეს შენ შენ ოჯახს და საქართველოს.
კახა
25 ივლისი 2022 00:47
11
Txutmet milionad caiyvanon azarovi da davitashvili kvara da davitashvili shetamashebulebi arian da bevr problemebs sheuqmnian yvela gunds.
Ucxo
25 ივლისი 2022 16:46
1
ზურა 22-ის არ იყოს გიჟდებიან არა კვახი, ვარჯიშებზე, ორმხრივ თამაშში, ცალკარას დროს,თუ რომელიმე ჭ კლასის საწვრთნელი შეხვედრაში გოლს გაიტანს, ჩვენთან საქართველოში გიჟდებიან და ლამის ისტერიამდე მიდიან-ეს რა მაგარია და ათასნაირი ბაქი-ბუქი,რომელშიც ბადალი არ გვყავს. თუ არა და დაიწყება სერია ა და ნახავთ........
A BBA
25 ივლისი 2022 10:47
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული