დე ლაურენტისმა კონტეს "ნაპოლიში" შესაძლო დანიშვნაზე კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა Sky Italia-სთან ინტერვიუში ანტონიო კონტეს შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, იტალიური გამოცემები აქტიურად იუწყებიან, რომ კონტე "პარტენოპეის" სულ მალე ჩაიბარებს.

დე ლაურენტისის თქმით, ეს საკითხი მომდევნო 10 დღეში გადაწყდება.

"შემდეგი 10 დღე გადამწყვეტი იქნება. ასეთ დროს აჩქარება არ ღირს, უნდა გაკეთდეს შესაბამისი შეფასებები და ლოგიკური დასკვნები გავაკეთოთ", - განაცხადა დე ლაურენტისმა.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, კონტე "ნაპოლისთან" ხელს 3 წლიან კონტრაქტს მოაწერს და ყოველწლიურად 9 მილიონ ევროს მიიღებს.

altცნობილია, რა თანხას მიიღებს კონტე, თუ მომავალ სეზონში "ნაპოლის" გააჩემპიონებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული