კანჩელსკისი: რუსეთის სასჯელის ვადა ექვსი წელია

AutoSharing Option
უკრაინაში შეჭრისა და ომის დაწყების გამო რუსული კლუბები და ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებიდან მოკვეთილები არიან. "მანჩესტერის" ყოფილმა ნახევარმცველმა ანდრეი კანჩელსკისმა ივარაუდა, რამდენი ხანი იქნებიან რუსები დასჯილები.

"ვფიქრობ, ექვსი წლის შემდეგ ჩვენი ნაკრებები და გუნდები ევროპაში ითამაშებენ. საჭიროა მინიმუმ ორი ციკლი გავიდეს: მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატი და ევროტურნირები.

დრო უნდა გავიდეს. ამიტომ უდავოა, მინიმუმ 2028 წლამდე ჩვენ არსად არ დაგვაბრუნებენ. ექვსი წელი - ეს ჩვენი ვადაა", - ციტირებს კანჩელსკისს РБ Спорт-ი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ექვს ნოლი მიუმატე და იმდენი აქვს. მერე კი 2082 წელს რუსეთი უკვე კაი ხნის დაშლილი იქნება. ისე ჩვენ გვერძე იქნება მთლად გაგანია სამოქალაქო ომი. ჯარი უნდა იყოს იმ დროისთვის კარგად მომზადებული.
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
18:44 28-07-2022
3

სიახლეები პოპულარული