"მოთამაშის სურვილი ყველაზე მნიშვნელოვანია" - რატომ ელევა "სიტი" ვარსკვლავებს

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტი" ყოველ სატრანსფერო ფანჯარაზე აქტიურობს და წამყვანი მოთამაშეების დამატებას ცდილობს, ეს ზაფხული ამ მხრივ განსხვავებული იყო, მართალია, კლუბმა ერლინგ ჰოლანდი, კალვინ ფილიპსი და სერხიო გომესი დაიმატა, თუმცა გუნდი დატოვეს ისეთმა მოთამაშეებმა როგორებიც რაჰიმ სტერლინგი, გაბრიელ ჟესუსი და ოლექსანდრ ზინჩენკო არიან.

"მათი წასვლა ჩვენს გეგმებში არ შედიოდა, რადგან გაბის, რაჰიმის და ოლეკსანდრის თამაშით ძალიან კმაყოფილი ვიყავი, სამივე მათგანმა ბევრჯერ დაამტკიცა თუ რამდენად კარგები არიან, მაგრამ მნიშვნელოვანია მოთამაშის სურვილი და დრო, წარმატებები მომავალში" - განაცხადა გუარდიოლამ.

ახლა კი "სიტის" დატოვებასთან ახლოს
ბერნარდო სილვაა, პორტუგალიელს წასვლა და კარიერის "ბარსელონაში" გაგრძელება სურს. პეპმა კომენტარი ბერნარდოსთან დაკავშირებითაც გააკეთა.

"უამრავჯერ აღვნიშნე, რომ მთავარი მოთამაშის სურვილია, მინდა, გუნდში თავს ყველა ბედნიერად გრძნობდეს, შესანიშნავი იქნება თუ ჩვენთან დარჩება, მაგრამ თუ წასვლა სურს ხელს არ შევუშლით, არ ვარ ადამიანი, რომელიც მათ მიზნებსა და სურვილებს წინ აღუდგება".

მომზადებულია Sports-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული