
ინგლისელმა ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურში "მილანთან" დაპირისპირებისას (0:2) მუხლზე ტრავმა მიიღო, დაზიანება თავდაპირველად სერიოზული არ ჩანდა, თუმცა გამოკვლევების შემდეგ დადგინდა, რომ ჯეიმსს დიდი პერიოდის გამოტოვება მოუწევს, რის გამოც, დიდი ალბათობით, კატარში გასამართ მუნდიალზე ვერ გაემგზავრება.
შეგახსენებთ, საფრანგეთის ნაკრების 2 ცენტრალური ნახევარმცველი, პოლ პოგბა და ნგოლო კანტე ტრავმების გამო მსოფლიო ჩემპიონატს დააკლდებიან.