ბოსნიისა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება აღარ შედგება

AutoSharing Option
Klix.ba-ს ინფორმაციით, რუსეთისა და ბოსნიის ნაკრებების დაგეგმილი ამხანაგური დაპირისპირება აღარ შედგება.

მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ ორივე მხარემ დაადასტურა, რომ გუნდები ერთმანეთში ითამაშებდნენ, რასაც ბოსნიელი ფეხბურთელებისა და გულშემატკივრების აღშფოთება გამოიწვია.

ახლა კი ვრცელდება ინფორმაცია, ბოსნიის საფეხბურთო კავშირმა საბოლოოდ ამ მატჩის გაუქმება გადაწყვიტა და ისინი თავისი ნაკრებისთვის ახალ მეტოქეს უკვე ეძებენ.
ტეგები: