თავდამსხმელმა ედინ ჯეკომ, რომელსაც "ინტერთან" კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, მილანურ გუნდში თავის მომავალსა და სერია A-ს შემდეგ ტურში "ნაპოლისთან" დაპირისპირებაზე ისაუბრა:
"ყოველ მოგებულ მატჩს 3 ქულა მოაქვს - ეს "ნაპოლისთან" მოხდება თუ "ემპოლისთან". თუ "ნაპოლის" ვძლევთ, ეს თვითდაჯერებულობას შეგვმატებს. ეს სეზონი მაკვირვებს. მიუხედავად იმისა, რომ სპალეტის ვიცნობ და ძალიან კარგი მწვრთნელია, არ მეგონა, თუ ნეაპოლელები ასე ითამაშებდნენ. 15-დან 13 შეხვედრა მოიგეს. იმედია, ცოტას მოუკლებენ.
ჩემი მომავალი? აქ, "ინტერში", ყველაფერი კარგად მაქვს, უბრალოდ ვარჯიშებსა და მატჩებზე ვფიქრობ. სხვა რამეებზე,
დაე, სხვებმა იზრუნონ. ჩემი მომავლის შესახებ არაფერი არ მაღელვებს, ამაზე ჯერ არ მიფიქრია", - ციტირებს ჯეკოს ჟურნალისტი ჯანლუკა დი მარციო.