
36 წლის თავდამსხმელს 3 წინადადება ჰქონდა, თუმცა ყველა მათგანი უარყო და აპირებს, რომ მომავალ სეზონშიც "ნერაძურიში" იასპარეზოს.
გავრცელებული ინფორმაციით, ვეტერანი შემტევის დამატების ერთ-ერთი მთავარი მსურველი გერმანული "დორტმუნდი" გახლდათ.
ჯეკოს "ინტერთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს. მან გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 48 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც 17 გოლი გაიტანა და 10 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.