"ბარსელონამ" ლა ლიგის რეკორდი დაამყარა, რამოსმა პსჟ-ის

AutoSharing Option
ლა ლიგის მე-12 ტურში "ბარსელონამ" გასვლაზე გიორგი მამარდაშვილის "ვალენსიას" 1:0 სძლია.

აღსანიშნავია, რომ კატალონიელებს საწყისი 12 ტურიდან 10-ში გოლი არ გაუშვიათ, რაც პრიმერა დივიზიონის აბსოლიტური რეკორდია.

რეკორდი დაამყარა სერხიო რამოსმაც. მისმა პსჟ-იმ ლიგა 1-ის მე-13 ტურში საკუთარ მოედანზე "ტრუას" 4:3 სძლია.

ვეტერანმა ესპანელმა შეუცვლელად ითამაშა. აღსანიშნავია, რომ ეს ზედიზედ 30-ე მატჩია პსჟ არ მარცხდება, როდესაც მათ რიგებში რამოსი თამაშობს, ეს კი სერხიოსთვის სარეკორდი ნიშნულია.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული