"მის გამო რონალდო 3 წლის წინ კარიერის დასრულებას აპირებდა" - ფრანგი ჟურნალისტის სკანდალური ჩანაწერი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი კრიშტიანო რონალდო 2019 წელს მზად იყო პროფესიონალური კარიერა დაესრულებინა, მას შემდეგ, რაც ლიონელ მესი "ოქროს ბურთის" გამარჯვებული გახდა. ამის შესახებ თავის წიგნში L'Equipe-ის ყოფილი ჟურნალისტი ტიერი მარშანტი თავის წიგნში წერს.

ფრანგმა ჟურნალისტმა კრიშტიანოსთან რამდენიმე ინტერვიუ ჩაწერა, თუმცა ყველაზე საინტერესო პორტუგალიელის 3 წლის წინანდელი საუბარი აღმოჩნდა, როდესაც "იუვენტუსის" ღირსებას იცავდა.

"როდესაც წარმატებას აღწევ, კომფორტის ზონაში დარჩენა მარტივია" - ადვილი მისახვედრია, რომ რონალდო, მესის გულისხმობს.

"ტურინში გადასვლა გადავწყვიტე, შევიცვალე კლუბი, ჩემპიონატი, საფეხბურთო კულტურა. თავი საფრთხეში ჩავიგდე. თუ ამ წელს
მესი "ოქროს ბურთს" მოიგებს, კარიერას დავასრულებ" - განაცხადა რონალდომ 2019 წელს.

შეგახსენებთ, ლიონელ მესი იმავე წელს პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოს მფლობელი მაინც გახდა, კრიშტიანო კი თამაშს აგრძელებს...

მომზადებულია Championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული