ლეონიდ სლუცკიმ "რუბინი" დატოვა

AutoSharing Option
"რუბინმა" გვაუწყა, რომ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლეონიდ სლუცკიმ ყაზანური გუნდის რიგები თავისი სურვილით დატოვა.

51 წლის სპეციალისტი დღეს ბაზაზე გამოცხადდა, რის შემდეგაც გულშემატკივრებს, ფეხბურთელებს, კლუბის ხელმძღვანელობას, ქალაქსა და რესპუბლიკას მის მიმართ გამოჩენილი ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

სლუცკი "რუბინს" 3 წლის განმავლობაში ავარჯიშებდა.