"მესი? შესანიშნავი ადამიანია" - კრიშტიანო რონალდო

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდომ ლიონელ მესისთან არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა:

"მე და ლეოს დიდებული ურთიერთობა გვაქვს. ჩემი გაგებით, მეგობრობა სხვა რაღაცაა, მაგალითად, ადამიანი, რომელიც შენთან მოდის, დაურეკავ და ა.შ. მესი? მესი უფრო თანაგუნდელს ჰგავს. დიდ პატივს ვცემ, რადგან ისიც ყოველთვის ჩემზე საუბრობს.

შესანიშნავი ადამიანია, რომელიც ფეხბურთისთვის ძალიან ბევრს აკეთებს" - განაცხადა პირს მორგანთან ინტერვიუში პორტუგალიელმა.

შეგახსენებთ, ამ სეზონში პორტუგალიელმა "წითელი ეშმაკების" მაისური 10-ჯერ მოირგო (პრემიერლიგაში) და თავი 1 გოლით გამოიჩინა. მესის ლიგა 1-ში 7 გოლი და 10 საგოლე გადაცემა აქვს.

მომზადებულია Championat-ის მიხედვით

ასევე დაგაინტერესებთ