"ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი იყო" - კრიშტიანო რონალდოს ემოციური ინტერვიუ

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელმა კრიშტიანო რონალდომ პირს მორგანთან საუბარში თავისი ცხოვრების ყველაზე რთულ პერიოდზე ისაუბრა.

პორტუგალიელის თქმით, ახალშობილი შვილის გარდაცვალებამ მისი ცხოვრება თავდაყირა დააყენა.

"მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ მისი გარდაცვალება ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული მომენტი იყო. ამის სიტყვებით გადმოცემა შეუძლებელია. არ იცი, როდის გაიღიმო ან როდის იტირო.

როდესაც სახლში დავბრუნდით, შვილებმა გვკითხეს, სად იყო ანხელი. მათ ავუხსენი, რომ ის სამოთხეში წავიდა. ბავშვებთან ხშირად ვსაუბრობ, რადგან ეს უკეთეს ადამიანად და მამად მაქცევს" - განაცხადა რონალდომ.

შეგახსენებთ, პირს მორგანთან ინტერვიუშივე რონალდომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ამბიციები
კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ გუნდის დამრიგებელს, ერიკ ტენ ჰაგს, პატივს არ სცემს.

alt"ტენ ჰაგს პატივს არ ვცემ, "მანჩესტერმა" მიღალატა" - კრიშტიანო რონალდოს სკანდალური ინტერვიუ


მკითხველის კომენტარები / 1 /
ცოდოა...
ვახო...
17:18 16-11-2022
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული