"ნაპოლიმ" და "პარი სენ ჟერმენმა" შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენმა" და "ნაპოლიმ" შესაძლოა, ფეხბურთელები გაცვალონ, ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.

წყაროს ცნობით, პარიზულ კლუბს ვიქტორ ოსიმენის ყიდვა გადაწყვეტილი აქვს, თუმცა გამოსასყიდი თანხის გადახდაზე ყოყმანობს და ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს აურელიო დე ლაურენტისს თანხასა და ერთ მოთამაშეს შესთავაზებს.

საუბარია მარკო ასენსიოზე, კანგ ინ ლიზე, ლუკას ბერალდოზე და კარლოს სოლერზე. თუ გამოცემას დავუჯერებთ, დე ლაურენტისს ამ ოთხი ფეხბურთელიდან ერთის არჩევა შეეძლება.

შეგახსენებთ, ოსიმენის გამოსასყიდი თანხა 120 მილიონ ევროს შეადგენს და მისი შეძენით ლონდონური კლუბებიც "არსენალი" და "ჩელსიც" ინტერესდებიან.

alt"ნაპოლიმ"

ოსიმენის შემცვლელი შეარჩია - "იუვე" ტრანსფერის წინააღმდეგია

altბიჭი, რომელმაც ოსიმენი და მბაპე გააჩერა და ევროპის ჩემპიონატზე ველით...

altTuttonapoli: ოსიმენი 10 მილიონს იღებს, გოლების გატანის უნარი კი არ აქვს

მკითხველის კომენტარები / 2 /
არც ერთი არაა სუფთა ფორვარდი თუმცა ნაპოლის ნახევარდაცვის გაძლიერებაც ჭირდება მით უმეტეს ზელინსკიც მიდის და შეილებოდა სოლერზე ფიქრი,ლალიგაში საკმაოდ მაღალ დონეზე თამაშობდა ვალენსიას ლიდერი და კაპიტანი იყო,,გააჩნია მწვრთნელად ვინ მოვა თუ ისეთი მოვიდა ვინც ორი თავდამსხმელით ითამაშებს მაშინ მეორე თავდამსხმელად ასენსიოც კარგი იქნებოდა მარჯვნიდან და კვარა მარცხნიდან ორივე ცრუ ფორვარდად დადგებოდა პოზიციების ცვლით ამას კონტე უნდა,,ჯონათან დავიდს ან სხვა ფორვარდს თუ იყიდიან მაშინ კვარა მეორე ფორვარდათ დადგება როგორც ნაკრებში და მაშინ სოლერი კიი მარა ეს ყველა დანარჩენი ვერაფერში გამოადგებათ
gel-100
22:07 14-04-2024
0
Arcerti araaa tavdasxmeli...
L.J .
14:16 14-04-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული