ლოსანოს "ნაპოლის" დატოვება სურს, ოსიმენი კი მხოლოდ 1 შემთხვევაში გაიყიდება - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბ ირვინ ლოსანოს გუნდის დატოვება სურს. ამის შესახებ RAI-ს სატრანსფერო ექსპერტმა ჩირო ვენერატომ ისაუბრა.

მისივე თქმით, თუ რომელიმე ევროპული კლუბი ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 100-მილიონიან შეთავაზებას გააკეთებს, აურელიო დე ლაურენტისი წინადადებას აუცილებლად განიხილავს.

"კიმ მინ-ჯაეს ტრავმა არც ისე სერიოზულია. იქნება თუ არა ხვიჩა კვარაცხელია თურქულ შეკრებაზე? აუცილებლად, ხვიჩა მზადაა.

რაც შეეხება ოსიმენის მომავალს, "ნაპოლის" ხელმძღვანელობა რამდენიმე სცენარისთვის ემზადება. "პარტენოპეი" 8 ფორვარდს აკვირდება, რომლებსაც, შესაძლოა, ოსიმენის შეცვლა მოუწიოთ. თუ კლუბი ნიგერიელის სანაცვლოდ 100-მილიონიან შეთავაზებას მიიღებს, დე ლაურენტისი აუცილებლად დაფიქრდება.

ირვინ ლოსანო
"ნაპოლის" დატოვებას გეგმავს, მექსიკელს ახალი გამოცდილების მიღება სურს" - განაცხადა ვენერატომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს მომდევნო ტურის მატჩს 4 იანვარს "ინტერის" წინააღდეგ გამართავს, იქამდე კი სპალეტის გუნდი მოსამზადებელ ეტაპს თურქეთში გაივლის.

მომზადებულია Areanapoli.it-ის მიხედვით

altლოსანო "ნაპოლის" ტოვებს? - იანვარში მექსიკელის შეძენას 2 ინგლისური გუნდი შეეცდება


მკითხველის კომენტარები / 12 /
კარგია
მახო
30 ნოემბერი 2022 21:41
2
ლოზანო ჩრდილში მოექცა,
მარტო ეგ არ მოქცეულა კვარას ჩრდილში,
ყველა ვერ ეგუება ასეთ სიტუაციას
თენგო
30 ნოემბერი 2022 19:08
5
ლოსანოს კი არა ელმასს უნდა უნდოდეს წაცლა იმიტომ რომ ლოსანოს ერთი მისი ძალის (და ალბათ უფრო სუსტი) კონკურენტი ყავს პოლიტანო და ელმასს კი ხვიჩას გარდა ძერბინი (იტალიის ნაკრების წევრი) ყავს კონკურენტად და კიდევ რასპადორიც და ის 70 ნომერიც გვარი დამავიწყდა
zura222
30 ნოემბერი 2022 16:46
3
ნაპოლი იტალიის ჩემპიონობისა და ჩემპიონთა ლიგის სულ ცოტა ოთხეულში მოსახვედრადაა აწყობილი და ზამთარში ლოზანოს წასვლა,მისთვისვე არასწორი ნაბიჯი იქნება.შესაძლოა მეტი ხელფასი გადაუხადონ,მაგრამ ერთი ხელის გაწვდენაზე რომ გაქვს ტოპ-5 ქვეყნის ტიტული და ამაზე ნებით იტყვი უარს...რამდენად გონივრულია?რა ვიცი.
სოსო
30 ნოემბერი 2022 16:46
1
ლოზანო ისედაც ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია ნაპოლიში და დიდი ხანია თამაშობს უკვე გუნდში.. თან წასვლა სკუდეტოს ოქროს მედლებზე უარს რატომ ნიშნავს? ისედაც ეკუთვნის, კაცს ნათამაშები აქვს და გოლები გატანილი
toti
01 დეკემბერი 2022 15:10
0
ტიპები აკომენტარებენ და სტატიებს ვერ კითხულობენ, თან მერე ვიღააცეებს საფეხბურთო მორალს წაუკითხავენ და ტაქტიკას განიხილავენ
ზაკო
30 ნოემბერი 2022 15:06
0
ლოსანოში არა.ოსიმენში ითხოვენ 100მილიონს...
დული
30 ნოემბერი 2022 13:36
1
ლისანოში, რომ ვინმე 100 მილიონს გადაიხდის დასანგრევია ის ფეხბურთი.
რრრ
30 ნოემბერი 2022 11:23
32
შე კაი ადამიანო არ კითხულობ არ კითხულობ სათაურიდან მაინც გამოიტანე აზრი
წაიკითხე და მერე
30 ნოემბერი 2022 18:07
0
მერე ვინ ითხოვს ლოსანოში 100 მილიონს? ეს თანხა ოსიმენის ტრანსფერისათვის დასახელდა.
ამი
30 ნოემბერი 2022 13:29
0
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული