"რომაზე" ფოკუსირება სურს" - მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარება იუარა

AutoSharing Option
როგორც გაცნობეთ, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ მუნდიალზე განცდილი ფიასკოს შემდეგ, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფერნანდუ სანტუში თანამდებობიდან გაათავისუფლა.

იტალიური გამოცემები წერდნენ იმის შესახებ, რომ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელობა ჟოზე მოურინიოს შესთავაზეს, თუმცა Sky Italia-ს ცნობით, ჟოზემ ეს წინადადება უარყო, რადგან 59 წლის სპეციალისტს მხოლოდ "რომაზე" ფოკუსირება სურს.

მოურინიოს კონტრაქტი დედაქალაქურ კლუბთან 2024 წელს ეწურება. "ჯალოროსი" სერია A-ს გათამაშებაში 27 ქულით მე-7 ადგილს იკავებს.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

alt

- მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარება იუარა" style="height: 50px; width: 50px;" />ჟოზე მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელობა შესთავაზეს

alt"ვინ არის მოთამაშე, რომელმაც დაგვაღალატა? არ გეტყვით, იანვარში ახალ გუნდს მოძებნის" - ჟოზე მოურინიო