"ვინ არის მოთამაშე, რომელმაც დაგვაღალატა? არ გეტყვით, იანვარში ახალ გუნდს მოძებნის" - ჟოზე მოურინიო

AutoSharing Option
გუშინ, სერია A-ს მე-14 ტურში, "რომა" "სასუოლოს" დაუპირისპირდა. შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტებთან საუბრისას უკმაყოფილება ვერ დამალა და განაცხადა, რომ გუნდი ერთ-ერთმა მოთამაშემ დააღალატა.

"ვფიქრობ, ცუდად არ გვითამაშია, გამარჯვება გვინდოდა, თუმცა მოწინააღმდეგემ კარგი შეხვედრა ჩაატარა.

ვწუხვარ, რომ ერთ-ერთმა ჩემმა მოთამაშემ, არაპროფესიონალური საქციელის გამო მთელი გუნდი დააღალატა. ერთი ფეხბურთელის გარდა, ყველა მოთამაშით კმაყოფილი ვარ. ვინ არის ის? - არ გეტყვით, იანვარში ახალ გუნდს მოძებნის" - განაცხადა მოურინიომ.

შეგახსენებთ, "რომა" სერია A-ში 26 ქულით მე-6 ადგილს იკავებს. ჟოზე
მოურინიოს გუნდის მომდევნო მეტოქე "ტორინო" იქნება. შეხვედრა 13 ნოემბერს, თბილისის დროით 18:00 საათზე გაიმართება.

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

alt"სტატისტიკა ხორცის კარგ ნაჭერს ჰგავს..." - ჟოზე მოურინიო

altჟოზე მოურინიო: კარიერაში მხოლოდ ერთხელ ვიტირე

alt"ნაპოლის" დაუმსახურებელ გამარჯვებას ვულოცავ" - მოურინიო მატჩის შემდეგ


მკითხველის კომენტარები / 1 /
რიკ კარსდორპი
0

სიახლეები პოპულარული