"მაიმუნმა ტაქსისტი რომ გამოა**ევა, იმ ანეკდოტს მახსენებს" - უტკინმა რუსეთის ნაკრების მდგომარეობა ცნობილ ანეკდოტს შეადარა

AutoSharing Option
რუსეთის საფეხბურთო კავშირი დღეს მიიღებს გადაწყვეტილებას, გადადიან თუ არა აზიის ზონაში.

ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა და ბლოგერმა ვასილი უტკინმა რუსეთის ნაკრების მდგომარეობა ცნობილ ანეკდოტს შეადარა:

"ნუ, გასაგებია, 2026 წლის მუნდიალის შესარჩევამდე კიდევ 1,5 წელია დარჩენილი. ფიფა არც 2022 წლის შესარჩევში მონაწილეობას გვიკრძალავდა, წელიწად-ნახევრის წინ არც 2022 წლის შესარჩევში მონაწილეობას გვიკრძალავდა ვინმე, მაგრამ დღეს ისეთი პრობლემები გვაქვს, ამას წელიწად-ნახევრის წინ ვერავინ წარმოიდგენდა.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატი ამერიკაში ტ
არდება. რუსეთიდან დღეს ბევრი სპორტსმენი მიდის ამერიკაში ჩემპიონატებზე ან შეკრებებზე?

მოდით, დავუშვათ, რომ ფიფა არ იქნება წინააღმდეგი, მაგრამ 2026 წელს ამერიკის ვიზებს ვინ მოგვცემს? ფიფა?

ან, დავუშვათ, ევროპული გუნდები არ შეიცვლიან პოზიციას და არ გვეთამაშებიან ფინალურ ეტაპზე?

ოი, მეგობრებო, მე ეს ძველ ანეკდოტს მახსენებს, მაიმუნმა რომ ტაქსისტი გამოა**ევა, 5-მანეთიანი გადაუხადა, არ ჩაჯდა მანქანაში (არ გაჰყვა) და მერე ამბობდა, მოვატყუეო", - თქვა უტკინმა თავის ტელეგრამ-არხზე.

მკითხველის კომენტარები / 16 /
ბიზანტიაც დევნიდა და ავიწროებდა საქართველოს მსგავსად რუსეთისა, ამიტომ ქართველებთან ცუდად ყოფნა არავის გაუვა!
ხრუშოვის სიტყვები: კარგია საქართველო ქართველების გარეშე სიცრუე აღმოჩნდა, რადგან აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა და ვიდრე იქ ქართული იურისდიქცია არ აღდგება მანამდე არ გამოვა თვალთმაქცობა ჩვენი ერის მიმართ, თუმცა, ჩვენც მოგვეთხოვება გამჭრიახობა ამხელა გეოპოლიტიკურ რყევებში...
ლაშა
12:49 27-12-2022
2
2026-ის მუნდიალზე ვერ მოხვდებიან და მერესთვის ვფიქრობ ერთადერთი გამოსავალი აზიის ზონაში გადასვლაა. მალე დამთავრდება ომი თუ გვიან და ვისი გამარჯვებითაც არ უნდა დამთავრდეს, რუსეთის ნაკრებს ევროპულ სტადიონებზე აწი სულ დაუსტვენენ და ობსტრუქციებს მოუწყობენ, აზიაში ნაკლებად, ასე რომ ვფიქრობ სხვა გზა არც აქვთ
1

სიახლეები პოპულარული