ანტირეკორდის გამეორება აღარ აპატიეს - "აიაქსმა" შროდერი გაათავისუფლა

AutoSharing Option
ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-18 ტურში "აიაქსმა" ჩემპიონატის ერთ-ერთ აუტსიადერ "ვოლენდამს" ვერ მოუგო (1:1), რის შემდეგაც ამსტერდამელთა ხელმძღვანელობამ გუნდის მწვრთნელი ალფრედ შროდერი გაათავისუფლა.

აღსანიშნავია, რომ ნიდერლანდურ გრანდს ზედიზედ შვიდი მატჩი არ მოუგია ლიგაში - ეს არის კლუბის 1965 წლის ანტირეკორდის გამეორება.

შრიოდერმა "აიაქსი" მიმდინარე სეზონის დასაწყისში ერიკ ტენ ჰაგის წასვლის შემდეგ ჩაიბარა, თუმცა ძალიან არადამაკმაყოფილებელი შედეგები აჩვენა.

ამსტერდამელები ჩემპიონატში მე-5 ადგილზე არიან და ლიდერ "ფეიენოორდს" მთელი 7 ქულით ჩამორჩებიან.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ნაპოლისთან სამარცხვინო 1-6-ის მერე უნდა გაეშვათ.რა ფორმაშიც უნდა ყოფილიყო ნაპოლი აიაქსს შინ 1-6 არ ეკადრება.თუ მაშინ არ გაუშვეს ახლა რაღა აზრი აქვს.ვან გაალს ხომ არ აპირებენ?
Master
13:59 27-01-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული