ფეხბურთელი, რომელიც ვენგერმა გრიზმანს ამჯობინა, სომხეთის ჩემპიონატში ითამაშებს

AutoSharing Option
"არსენალის" ყოფილი ფეხბურთელი იაია სანოგო კარიერას სომხეთის ჩემპიონატში გააგრძელებს. 30 წლის ფორვარდი "ურარტუს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

სანოგო თავისი თაობის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ფორვარდად ითვლებოდა. იაია საფრანგეთის ასაკობრივი ნაკრების წევრიც გახლდათ.

2013 წელს "მეთოფეებმა" სანოგო "ოსერიდან" დაიმატეს. სხვათაშორის, იმავე წელს "არსენალის" ყოფილ დამრიგებელს, ლეგენდარულ არსენ ვენგერს გრიზმანის დამატება შესთავაზეს, თუმცა არსენმა გრიზმანს ფიზიკურად ძლიერი და მაღალი ფორვარდის დამატება ამჯობინა, ანტუანმა კი კარიერა "სოსიედადში" განაგრძო.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 3 /
ხეები არ სჯობია?!ნიავზე მაინც ხო ინძრევიან დოღლიგაში?!
ნიკო
01:32 29-01-2023
0
ეჰ სომხებო რა ურარტუ, რა ურატუ გეხვეწებით, ისე თქვენზე რას ვამბობ ჩვენ ხეთები უნდა დავირქვათ.
Semi
16:29 28-01-2023
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული