"როგორ მოვუგეთ "ნაპოლის"? - პიოლიმ "პარტენოპეიზე" ისაუბრა

AutoSharing Option
სერია A-ს 29-ე ტურში "მილანმა" "ემპოლის" უმასპინძლა, შეხვედრა ფრედ 0:0 დასრულდა. "როსონერის" მთავარმა მწვრთნელმა სტეფანო პიოლიმ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე ისაუბრა და კომენტარი "ნაპოლისთან" დაპირისპირებაზეც გააკეთა. მისი თქმით, ოთხშაბათს "პარტენოპეის" წინააღმდეგ გუნდის შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს გეგმავს.

"არ გაგვიმართლა, პირველი ტაიმი ჩავაგდეთ, ბურთს კარში შესვლა უბრალოდ არ სურდა. მიუხედავად არადამაკმაყოფილებელი შედეგისა, ვგრძნობ, რომ სასურველ ფორმას ვუახლოვდებით. ჩვენი თამაში უკეთესი ხდება.

როგორ მოვუგეთ "ნაპოლის"? ამისთვის განსაკუთრებული არაფერი გამიკეთებია. დარწმუნებული ვარ, "პარტენოპეი" ოთხშაბათს ჩვენ წინააღმდეგ დიდი მოტივაციით ითამაშებს. ვფიქრობ, მეტოქე დიდ პრობლემებს
შეგვიქმნის. რა თქმა უნდა, შემადგენლობაში ცვლილებები იქნება, როგორც დაცვით, ასევე შეტევით ფაზაში.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში "მილანისა" და "ნაპოლის" დაპირისპირება 12 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

alt"სპალეტისთვის პასუხის გაცემას არ ვაპირებ" - რა თქვა პიოლიმ ტოსკანელზე

altსპალეტის ახალი თამაში - რაში ამხილა პიოლიმ ტოსკანელი

altპიოლი: ლეაოა უკეთესი თუ კვარაცხელია? - რატომაც არ უნდა გავიმარჯვოთ


ასევე დაგაინტერესებთ