სპალეტის ახალი თამაში - რაში ამხილა პიოლიმ ტოსკანელი

AutoSharing Option
სერია A-ს 28-ე ტურში გათამაშების ლიდერი "ნაპოლი" "მილანს" დაუპირისპირდა და 0:4 დამარცხდა. მოგეხსენებათ, 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "პარტენოპეი" "როსონერის" ესტუმრება.

ნეაპოლელ ქომაგთა აზრით, ეს მარცხი ლუჩანო სპალეტის გეგმის ნაწილი იყო, რათა ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე მეტოქეს სიურპრიზი შესთავაზოს.

სტეფანო პიოლიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე განსხვავებულ დაპირისპირებას ელის.

"იქნება თუ არა მსგავსი მატჩი ჩემპიონთა ლიგაზეც? ასე ნამდვილად არ ვფიქრობ. დარწმუნებული ვარ, იქ სულ სხვა "ნაპოლის" ვიხილავთ", - განაცხადა პიოლიმ.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგაზე "მილანისა" და "ნაპოლის" პირველი მატჩი 12
აპრილს გაიმართება, განმეორებითი შეხვედრა კი 18 აპრილს შედგება.

altკვარაცხელია - მარცხთან შეუგუებელი და პოზიტიური ენერგიით გაბრაზებული - თვისება, რომელიც ყველამ აღნიშნა...

altკვარაცხელია გამთამაშებლად? - რა შეიძლება შეცვალოს სპალეტიმ "ლეჩესთან" და "მილანისთვის"...

altსპალეტის და მალდინის კონფლიქტი გვირაბში - ლუჩანომ მარცხის მთავარ მიზეზზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 4 /
პირველი გოლის დროს ლობოტკას მოქმედებას კარგად დააკვირდით და მე4 გოლის დროს კიმის ნახევრად გაშლილ ფეხს..... :)
3
ბიჭო სისულელეა ნაპოლი თუ იცნობს მილანს მილანიც იცნობს ნაპოლის რა სიურპრიზი უნდა შესთავაზოს 15 კაცით გამოვა? მოხდა ეგრე და წაუვიდა მილანსაც ხდება ხოლმე ფეხბურთია ძალით წააგო და დაუთმეს ეგ ყველაფერი სისულელეა ეგრე გადავლის საშუალებას ძალით არავინ არ მოგცემს
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული