"დამპალი სული" - კავაზაშვილმა ძიუბა გალანძღა

AutoSharing Option
საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა, "ლოკომოტივის" თავდამსხმელი არტიომ ძიუბა იმის გამო გააკრიტიკა, რომ მატჩის დასრულების შემდეგ "ზენიტის" მწვრთნელ სერგეი სემაკს ხელი არ ჩამორთვა.

"არტიომმა, როგორც ადამიანმა, ისევ შეირცხვინა თავი. ძიუბას დამპალი სული აქვს. მისი საქციელი - სემაკისადმი შეფურთხებაა. ზრდასრული ადამიანები ასე არ იქცევიან.

თუ პატივისცემის ნიშნად ხელი გამოგიწოდეს, თუ არ ჩამოართმევ, ეს თავხედობასა და უტიფრობაზე უფრო მეტია. მართალი გითხრათ, არტიომი ღორულად მოიქცა. თავისი ხასიათის გამო ვერ გახდა დიადი ფეხბურთელი. რა თქმა უნდა, შემდეგი შეხვედრისას სემაკს ბოდიში უნდა მოუხადოს",
- ციტირებს კავაზაშვილს РБ Спорт-ი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ვაი შენ მართლა ძიუბა ,რას ეჩი ერის სიამაყე ხვიჩა კვარცხელიას?!
ზოგს როგორ უჭირს ტვინში
ნიკო
11 აპრილი 2023 11:30
0
ხვიჩაც არ ჩამოართმევს ხელს სპალეტის. ისეთივე უზრდელია როგორც ძიუბა.
zura222
10 აპრილი 2023 22:35
41
რუსეთუმები ფიქრობენ ასე ხვიჩაზე მხოლოდ.
სანდრო
11 აპრილი 2023 09:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული