სპალეტიმ გადაწყვეტილება შეცვალა - "ნაპოლის" ბანაკში სიახლეებია

AutoSharing Option
დღეს, 12 აპრილს, ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში, "მილანი" "ნაპოლის" მასპინძლობს. მატჩამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტრავმების გამო "პარტენოპეის" ჯოვანი სიმეონე, ვიქტორ ოსიმენი და ჯაკომო რასპადორი ვერ დაეხმარებოდნენ და სპალეტი ცენტრფორვარდის პოზიციაზე ხვიჩა კვარაცხელიას დააყენებდა, თუმცა, Il Mattino-ს ცნობით, ჯაკომო აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს.

"რასპადორიმ სპალეტისთან დიდხანს ისაუბრა, "მილანთან" თამაში ყველაფრის ფასად სურს, დიდი ალბათობით, ჯაკომო "როსონერის" წინააღმდეგ თამაშს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყებს" - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, "მილანისა" და "ნაპოლის" მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

altოსიმენის მომავალი გადაწყდა? - რა ინფორმაციას ავრცელებს გერმანელი

ჟურნალისტი

altჯაკომო რასპადორი "კვარას" გოლს გამოეხმაურა [PHOTO]

altკვარაცხელიას 45 წუთი და რასპადორის დუბლი - "ნაპოლიმ" "კრისტალ პალასსაც" სძლია [VIDEO]

ასევე დაგაინტერესებთ