კონტე დე ლაურენტისისგან გარანტიებს ითხოვს - პრეზიდენტს ანტონიოს შესაძლო შემცვლელად ორი კანდიდატი ჰყავს

AutoSharing Option
Repubblica წერს, რომ უახლოეს მომავალში "ნაპოლის" მწვრთნელ ანტონიო კონტესა და გუნდის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის შეხვედრა შედგება, სადაც ისინი სამომავლო გეგმებზე დაილაპარაკებენ.

გამოცემის ცნობით, "პარტენოპეის" დამრიგებელი კლუბის მფლობელს გარანტიებს მოსთხოვს და მას უნდა, რომ კონკურენტუნარიანი გუნდი ჰყავდეს, რომელიც ტიტულისთვის იბრძოლებს.

თავის მხრივ, Tuttosport-მა დღეს დაწერა, რომ თუ კონტე და დე ლაურენტისი ვერ შეთანხმდებიან, პრეზიდენტს ანტონიოს შემცვლელად ორი ვარიანტი უკვე შერჩეული აქვს. ესენი მასიმილიანო ალეგრი და ჯან პიერო გასპერინი არიან.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ლაურენტისი ვისაც შეეხო ყველას კარიერა დაასამარა, ფეხბურთელებიან მწვრთნელიანად
484უ
19:21 01-04-2025
1
აი დედა მოუააა
guga
19:05 01-04-2025
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული