"ვისი დამსახურებით მოიგებს "ნაპოლი" სკუდეტოს?" - კანავარომ განმარტა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ფაბიო კანავარომ, La Gazzetta dello Sport-თან ინტერვიუში "ნაპოლის" შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" წინა ორ ჩემპიონობაში ყველაზე დიდი წვლილი დიეგო მარადონას მიუძღვის, თუმცა წელს სპალეტის გუნდმა ეს კოლექტიურად მოახერხა.

"ხვიჩა კვარაცხელიაც და ვიქტორ ოსიმენიც უდავოდ ძლიერი ფეხბურთელები არიან, თუმცა სკუდეტო მოიგო გუნდმა და არა ამ ორმა მოთამაშემ. მაგალითად, ქართველმა და ნიგერიელმა "იუვენტუსთან" კარგი შეხვედრა ვერ ჩაატარეს, მატჩის ბედი კი რასპადორიმ და ელმასმა გადაწყვიტეს.

ლუჩანო სპალეტიმ შეძლო და შექმნა გუნდი, რომელიც არა მხოლოდ ეფექტურად თამაშობს, არამედ გამარჯვებულის მენტალიტეტიც
აქვთ.

რაც შეეხება "ნაპოლის" ჩემპიონობას გასულ წლებში, ვფიქრობ, რომ ამაში მთავარი წვლილი დიეგო მარადონას მიუძღვის" - განაცხადა კანავარომ.


altთუ ხვიჩა "ნაპოლიში" დარჩა - როგორ უნდა იყოს გუნდი ძველებურად ამბიციური და რა რესურსი არსებობს?

altალეგრის თანაშემწემ სპალეტის განავალი უწოდა

მკითხველის კომენტარები / 8 /
დამშვიდდით ძალიან ნუ ინერვიულებთ, აი თქვენ რომ გინდათ და ითვლით იმაზე მაგრა ითვლის ყველაფერს ნაპოლის ხემძღვანელობა, თქვენ თვალი მიადევნეთ ყველაფერს და ისიამოვნეთ. ეს კანავარო და კიდევ ათასი ვინმე რას იტყვის, სპალეტის სულ მაგრა კიდია, კანავარო საეზონის დასაწყისში იმასაც იტყოდა კავრა რა ფეხბურთელიაო, მაგრამ სპალეტიმ აიყვანა და ათამაშა!!!
გიო
27 აპრილი 2023 10:54
0
გეთანხმები ბადრი ,მხოლოდ ერთი განსხვავებით კანავარო არ დარბის 8000 ევროიანი იარაღით...
სენაკელი
26 აპრილი 2023 19:54
4
თუ ეგრეა რატო შარშან ან მანამდე არ მოიგეს
გიორგი
26 აპრილი 2023 17:17
4
შარშან ოსიმენს ნიღაბი არ ეკეთა, და ამინდებმაც თავისი გააკეთა ნაპოლის წინააღმდეგ)))
შავი კაცი
26 აპრილი 2023 19:06
1
კანავარო პსპ ოქრიაშვილს გავს
ბადრი
26 აპრილი 2023 16:51
11
ინსინე და მერტენსი პლუს კულიბალი, ასე გულმავიწყია კაცობრიობა? როცა ნაპოლი ჩამოწერეს და ამ დროს ხვიჩას ეფექტით მიუღწეველს მიაღწიეს,დღეს თურმე არაფერი განსაკუთრებულიო საინტერესო ფაქტია..
აი ფაქტია ისიც რომ კვარაცხელიას ასეთი დატვირთული სეზონი არასდროს ქონია, მართალია იტალიის თასზე არ უთამაშია მაგრამ სერია ა და ჩემპიონთა ლიგა გაუფერადა ნაპოლის.. სეზონის მოწურულს დაღლა დაეტყო და ეს ნორმალურია ჯერ ნეაპოლელი კვარაცხელია 1 წლისაც არ არის და რაც უფრო დრო გავა მით უკეთეს ვიხილავთ, შეიმუშავებს იმუნიტეტს რომ ძალები დაზოგოს და მთელი სეზონი მაღალ დონეზე ჩაატაროს.მას გამარჯვებულის მენტალიტეტი აქვს და ამას ვერავინ უარყობს!!
ეს ყველაფერი ნორმალურია როცა ეცდებიან ის გატეხონ ვირთხებმა,რაც მეტია წარმატების კოეფიციენტი მით მეტია ბოღმა და წინააღმდეგობა აბა ჩემზე და შენზე არავინ იტყვის არაფერს არც ცუდს და არც კარგს იმიტომ რომ გიფსოკარდონის მოხელე ვარ))
ასე რომ მეგობრებო დატკბით და არ ინერვიულოთ კვარა ძლიერი პიროვნებაა!!კიდევ არავის საქმე არაა მერსედესით ივლის თუ მაზერატით მას მისი შრომით და ოფლით ააქვს ეს ყველაფერი ,ჯობს ინტრიგნებმა წინდები მოკერონ ფეხის თითზე რო აქვთ გარღვეული ზაფხული მოდის და არ შერცხვეთ ტეხავს)))
შავი კაცი
26 აპრილი 2023 16:42
4
აუუ მოიგონ ჯერ მოიგონ. იგებს კი არა როცა მოიგებენ და არითმეტიკული შანსიც არ დარჩება დაწევის, მაშინ უნდა იზეიმონ.
როგორც წერენ 2018 ში ყოფილა მსგავსი ამბავი, როცა იუვეს მოუგო ნაპოლიმ და იზეიმეს გასახდელში მაგრამ მერე დაკარგეს ქულები და ვეღარ გახდნენ ჩემპიონები.
30 აპრილს თუ არ დასრულდა ყველაფერი, მერე მთელი თვე მოუწევთ ლოდინი, რადგან უდინეზესთან, ინტერთან, ფიორენტინასთან და ისეთ გუნდებთან აქვთ,სადაც ქულების დაკარგვა გამორიცხული არაა.
მოკლედ ჯერ უნდა გადახტნენ ბოლომდე.

@
26 აპრილი 2023 15:54
17
იგივე ნაპოლი იყო წინა და წინის წინა სწზონშიც მაგრამ სკუდეტო არ მოუგიათ, ახლა განსხვავება არის რომ ამ სეზონსი თამაშობს კვარა და სხვაობაც სახეზეა, სკუდეტოს იგებს ნაპოლი
foodboll
26 აპრილი 2023 14:40
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული