"გვარდიოლამ მესის სექსზე ეს ურჩია და შემდეგ ლეოს..." - ნასრიმ საინტერესო ისტორია გაიხსენა

AutoSharing Option
ფრანგმა ფეხბურთელმა სამირ ნასრიმ, რომელმაც ბუცები ლურსმანზე 2020 წელს ჩამოჰკიდა, საინტერესო ისტორია მოჰყვა.

როგორც იცით, ის "სიტიში" პეპ გვარდიოლასთან ერთად მუშაობდა. სწორედ ესპანელი სპეციალისტის რჩევის შესახებ მოუყვა ნასრი L'Equipe-ს.

"გვარდიოლამ გვითხრა, რომ ვისაც შაბათ-კვირას სექსი სურდა, ეს შუადღემდე უნდა გაეკეთებინა, რათა შემდეგ კარგად გამოძინება მოგვესწრო.

მან თქვა, რომ მესის ურჩია ამის შესახებ და მას შემდეგ ლიონელს არც ერთი კუნთის ტრავმა არ ჰქონია", - იხსენებს ნასრი.