"ნაპოლის" ლეგენდამ, მარეკ ჰამშიკმა, Il Mattino-სთან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა. "ტრაბზონსპორის" ნახევარმცველის თქმით, სტანისლავ ლობოტკა მიმდინარე სეზონში სპალეტის გუნდში საუკეთესო მოთამაშეა.
"ჩემთვის სეზონის საუკეთესო მოთამაშე ლობოტკაა. წარმოუდგენელი ტალანტი აქვს, მოედანზე სიმშვიდეს ინარჩუნებს. დე ლაურენტისს სკუდეტოს მოგება ყოველთვის სურდა. ალბათ ახლა უბედნიერესია, მასთან პრობლემები არასდროს მქონია.
ვაპირებ თუ არა სეზონის ბოლოს კარიერის დასრულებას? არ ვიცი, ამის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ არ მიმიღია" - განაცხადა ჰამშიკმა.
შეგახსენებთ, სლოვაკი ფეხბურთელი "პარტენოპეის" ღირსებას 2007/19 წლებში იცავდა.
13:30 27-04-2023
"ჩემი აზრით, "ნაპოლიში" საუკეთესოა" - ჰამშიკმა ფავორიტი მოთამაშე დაასახელა
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
არფერია იმაში უცნაური რომ სლოვაკმა სლოვაკს დაუჭირა მხარი, მითუმეტეს ეგეთ კარგ ფეხბურთელს
28
0
ჰო ლობოტკაა საუკეთესო, ჟუან ჟესუსსაც არაუშავს და დიეგო დემეს ბრდღვნის კიდე წელს
5
9
და ჩემი აზრით აშკარად (სლოვაკური) მიკერძოებული შეფასებაა. ხვიჩას თავი რო დავანებოთ დი ლირენცოს უფრო კარგი სეზონიაქ.
22
0
ლობოტკა და ჰამშიკი სლოვაკები არიან და სხვაზე ხოარ იტყოდა რა ამაში გასაკვირი
29
0
სლოვაკეთიც პატარა ქვეყანაა და ვერც დიდი წარმატებებით დაიკვეხნის,ფეხბურთში.სხვაზე იტყოდა და სამშობლოში დაბრუნება აღარ უნდოდა?მით უმეტეს,რომ წელს მართლაც დიდებულად თამაშობს და ერთერთი წამყვანი ფეხბურთელია.თან ნაკრებშიც ხომ ერთად თამაშობენ!
12
1
ლობოტკა კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ხვიჩას მისვლამდე ის და ოსიმენი ნაპოლიში იყვნენ და კვარას მისვლამდე ნაპოლი ვერც სკუდეტოს მფლობელი გახდა და არასოდეს გასულა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში. ასე რომ ფაქტი ჯიუტია და როცა რეალობა სტატისტიკიდან გამომდინარე ყველაფერზე მეტყველებს და ფაქტს არ აღიარებ და არ გინდა დაინახო, ეს უსინდისობაა. მე პირადად არამგონია კვარას ნაპოლიში არგადასვლის შემთხვევაში დღევანდელი ნეაპოლიტანური ზეიმი გვეხილა.
28
8
თუ ძმა ხარ, იქ არ იყვნენ ყველა ერთად? რატომ ვერ მოიგეს აქამდე ვერაფერი? ხვიჩამ არა მარტო სკუდეტო მოუტანა ნაპოლის, მის გვერდით კლასი აიმაღლეს დანარჩენებმა. ეს ასეა, სუპერვარსკვლავი როცა გუნდში გყავს, მის გვრდით ბევრ რამეს სწავლობ.
11
6
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული