არეულობა "ალ ნასრიში" - რონალდოს ქაბაბთან შედარების ისტორია მცდარი აღმოჩნდა, მაგრამ პრეზიდენტი მაინც გადადგა

AutoSharing Option
კრიშტიანო რონალდოს კლუბ "ალ ნასრიში" არეული სიტუაციაა, რასაც მოედანზე ცუდი შედეგებიც ერთვის.

ესპანურ მედიაში საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის, მუსალი ალ-მუამარის სიტყვები გამოჩნდა, სადაც ის ამბობს:

"ცხოვრებაში მხოლოდ ორჯერ მომატყუეს. პირველად - როცა სამი ქაბაბი შევუკვეთე და ორი მოიტანეს; მეორე იყო კრიშტიანო რონალდოსთან კონტრაქტის გაფორმება.

ალ-მუამარის განცხადების თავდაპირველი წყარო ArabiaNews50 იყო.

მოგვიანებით, "ალ-ნასრის" პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ამ სიტყვებს ყალბი უწოდა:

"ეს განცხადება მცდარია, ის არ შეესაბამება რეალობას
არც ფორმით და არც შინაარსით.

ჩვენი კლუბის პრეზიდენტი ამ ბოლო დროს ინტერვიუს არ აძლევდა. და არ არსებობს საუდის მედია, როგორიცაა ArabiaNews50. დიდი ალბათობით, ეს ვიღაცის ცუდი ხუმრობა იყო, მაგრამ ზოგიერთმა მედიამ ეს რეალურ განცხადებად მიიღო“.

საინტერესოა, რომ ამ ამბების შემდეგ კლუბის პრეზიდენტი ალ-მუამარი მოულოდნელად გადადგა.

მოსალოდნელია, რომ "ალ-ნასრის" ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადაყენება უახლოეს ორ დღეში დამტკიცდება, რის შემდეგაც კლუბის მთელი დირექტორთა საბჭო დაიშლება. წასვლის მიზეზად გულშემატკივრების ზეწოლა სახელდება.
მკითხველის კომენტარები / 6 /
რად უნდა ეს ყველაფერი მაინტერესებს. თავისი ბრწყინვალე კარიერა ლამაზად დაესრულებინა არ ჯობდა?
0
რად უნდა ეს ყველაფერი მაინტერესებს. თავისი ბრწყინვალე კარიერა ლამაზად დაესრულებინა არ ჯობდა?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული