რონალდომ ეჭვები გაფანტა - კრიშტიანოს და ჯორჯინას დაშორების ამბავი ტყუილი აღმოჩნდა

AutoSharing Option
რამდენიმე დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ კრიშტიანო რონალდოს თავის მეგობარ გოგონა ჯორჯინა როდრიგესთან უთანხმოება აქვს და წყვილი შესაძლოა, დაშორებულიყო.

ეს ამბავი მაშინ თავად ჯორჯინამ უარყო და სოციალურ ქსელში დაწერა: – "შურიანი იგონებს ჭორებს, ჭორებს ავრცელებს და იდიოტს სჯერა".

ახლა კი სოციალურ ქსელში როდრიგესთან ერთად გადაღებული ფოტო თავად კრიშტიანომ გამოაქვეყნა, სადაც სასმელს სვამენ და ერთმანეთს კოცნიან.

"დავლევთ სიყვარულისთვის", - წერს რონალდო.

altკრიშტიანო მეგობარ გოგონას გაშორდა? - რას წერს ჯორჯინა გავრცელებულ ინფორმაციაზე

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული