![](https://sportall.ge/pictures/image5/3703b737a1ca1fdb72b9a892b129ac6e.jpg)
წყაროს ცნობით, აურელიო დე ლაურენტისს სამხრეთ კორეელის შენარჩუნება სურდა, თუმცა "წითელი ეშმაკები" 26 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ მზად არიან გამოსასყიდი თანხა 60 მილიონი ევრო გადაიხადონ.
შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" კიმ მინ-ჯე გასული წლის ზაფხულს "ფერებაჰჩედან" 18 მილიონ ევროდ შეიძინა. ცენტრალურმა მცველმა მიმდინარე სეზონში "პარტენოპეის" მაისურით 42 მატჩი გამართა, თავი კი 2 გატანილი გოლითა და 2 შედეგიანი პასით გამოიჩინა.