რონალდომ ახსნა, რას ნიშნავს მისი გამონათქვამი "Siu" გოლის აღნიშვნის დროს

AutoSharing Option
ლეგენდარულმა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა კრიშტიანო რონალდომ ახსნა, რას ნიშნავს მისი გამოთქმა "Siu" გოლის აღნიშვნის დროს:

"Siu ნიშნავს - დიახ! ყველაფერი ძალიან მარტივია, მაგრამ ეს სიძლიერეს გამოხატავს. როგორც ჩანს, ეს აღნიშვნა გლობალურ ფენომენად იქცა.

მომწონს, რომ ამას სხვა ფეხბურთელები და ბავშვებიც აკეთებენ, მიგზავნიან ვიდეოებს, სადაც სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებას ასე აღნიშნავენ... ეს ძალიან მაგარია", - აქვეყნებს რონალდოს სიტყვებს FourFourTwo.
ასევე დაგაინტერესებთ