მესი თუ რონალდო? - ბუფონმა საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა

AutoSharing Option
მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ჯანლუიჯი ბუფონმა ერთმანეთს კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი შეადარა.

"მათ შორის ერთი რომ ამოვარჩიო, ფეხბურთისადმი უპატივცემულობა იქნება. როდესაც მეუბნებიან, რომ მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ვიყავი, რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნო გრძნობაა, თუმცა ხანდახან ვფიქრობ, რომ გამიმართლა, რადგან სწორ მომენტში სწორ ადგილას აღმოვჩნდი, ზოგჯერ ამას იღბალს მივაწერ ხოლმე.

ჩემი აზრით, მესიმ და რონალდომ ეპოქა შექმნეს, მათ შორის არჩევანს ვერ გავაკეთებ, ისინი განსხვავებული სტილის მოთამაშეები არიან, პორტუგალიელს უფრო ბომბარდირული თვისებები აქვს და მეტად შედეგიანია, მესი კი "ფანტაზისტაა", რომლის თამაშის ყურებაც
საოცარ სიამოვნებას განიჭებს", - განაცხადა ბუფონმა La radio dei pirati-სთან ინტერვიუში.

alt'მას 5 "ოქროს ბურთი" უნდა მოეგო' - ბუფონი ექსთანაგუნდელზე

altბუფონი კარიერის დასრულებას არ აპირებს - 45 წლის ჯიჯის "პარმასთან" ერთად სერია A-ში დაბრუნება უნდა

alt"ბუფონი მძღნ***ია" - "ინტერის" ფანებმა ვეტერან მეკარეს შეურაცხყოფა მიაყენეს

მკითხველის კომენტარები / 17 /
ვინმე Თუ რონალდუს მესიზე მაᲦლა ან მესის დონეზე მაინც დააყენებს, მესისტებს ეგრევე ეწვიᲗ ერᲗი ადგილი. მესის მეც ისტორიაᲨი საუკეᲗესოდ ვᲗვლი, მაგრამ ყველას Თავისი არᲩევანი და გემოვნება აქვს, ბევრს საერᲗოდ ბრაზილიელი რონალდო მიაᲩნია ისტორიაᲨი საუკეᲗესოდ. მაგრამ მესისტებს კონკრეტულად კრიᲨტიანუ რონალდუზე აქვᲗ გარᲗულება.
მემგონი მესისტები ის ხალხია, ცხოვრებაᲨი ვერაფერს რომ ვერ აᲦწევენ და მხოლოდ მესის მიᲦწევებიᲗ ᲨეუᲫლიაᲗ ამაყი. ამიტომაც ამოირᲩიეს მესი, რომელიც რაᲗქმაუნდა საუკეᲗესოა. მაგრამ არ იმსახურებს მესი ასეᲗ ფანებს, ნორმალური ფანებიც უამრავი ჰყავს რაᲗქმაუნდა, მაგრამ ბოᲦმაᲗა ბრბო ყოვალᲗვის პირველ რიგᲨი Ჩანს.
იხვი
00:49 15-02-2025
0
ზოგს ჭომა ევასებოდა, მაგისნაირი მებრძოლის გარეშე გუნდი ვერ ითამაშებსო )))
ვისაც ფეხბურთი უყვარს და უთამაშია, ყველას მესი მიაჩნია უკეთესი.
რაც შეეხება ბუფონის, ,,იუვენტუსის,, პონტი მგონია, გუნდელი არ დაანაღვლიანა.
100%
21:28 14-02-2025
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული