"იმედია, ხუმრობაა" - რას წერენ "ნაპოლის" ქომაგები რუდი გარსიას შესახებ

AutoSharing Option
როგორც გაცნობეთ, "ნაპოლის" მომდევნო სეზონიდან რუდი გარსია გაწვრთნის, ფრანგმა სპეციალისტმა "პარტენოპეისთან" 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა, ხელფასის სახით კი წელიწადში 3 მილიონ ევროს მიიღებს.

როგორც ჩანს, "პარტენოპეის" ქომაგებისთვის ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, გთავაზობთ მათ კომენტარებს სოციალურ ქსელში:

"იმედია, ეს ხუმრობაა".

"წარმოუდგენელია, არ შეიძლება ეს სიმართლე იყოს".

"რომას" ყოფილი მწვრთნელი? კარგად ჟღერს".

"რომაში" კარგად იმუშავა, თუმცა მაინც უცნაური გადაწყვეტილებაა".

"თავდაპირველად არც სპალეტის გვჯეროდა".

"ალბათ, უბრალოდ ხუმრობაა".

"მადლობა კრიშტიანო რონალდოს!".


შეგახსენებთ, ბოლოს რუდი გარსია "ალ ნასრს" წვრთნიდა, თუმცა არადამაკმაყოფილებელი შედეგებისა და ზოგიერთი წყაროს ინფორმაციით,
კრიშტიანო რონალდოსთან კონფლიქტის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს.

altრატომ ჩააბარეს "ნაპოლი" რონალდოს "რჩევით" "ალ ნასრიდან" დათხოვნილ რუდი გარსიას - იტალიელი ჟურნალისტი განმარტავს

alt"ნაპოლის" მწვრთნელად რუდი გარსია დანიშნეს

ასევე დაგაინტერესებთ