ოფიციალურად: გიუნდოგანი "ბარსელონას" ფეხბურთელია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ყოფილი ნახევარმცველი ილქაი გიუნდოგანი კარიერას "ბარსელონაში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია "ლურჯ-ბროწეულისფერებმა" სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურეს.

32 წლის ფეხბურთელი "ბარსას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გერმანიის ნაკრების მოთამაშემ კატალონიურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, თუმცა გიუნდოგანმა "ქალაქელებთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.

ილქაი "სიტის" 2016 წელს "დორტმუნდიდან" შეუერთდა. გიუნდოგანმა ამ პერიოდის განმავლობაში გვარდიოლას გუნდის რიგებში 304 მატჩი ჩაატარა და თავი 60 გატანილი გოლით გამოიჩინა.

alt"პოლიტიკა დასრულდა, ახლა მხოლოდ ფეხბურთი" - გიუნდოგანი გუნდში

არსებულ პროტესტზე

alt"ბარსელონა" გიუნდოგანის შეძენას ზამთარში შეეცდება

altგიუნდოგანი თავისუფალი აგენტი ხდება და შესაძლოა, ზაფხულში ესპანურ გრანდში გადავიდეს

მკითხველის კომენტარები / 13 /
ხავიზე მაღალი არ უნდა იყოს ბარსას ფეხბურთელი ეტყობა
რეზო
27 ივნისი 2023 22:18
0
Messis gamocdili hqonda psg shi gadasvlamde laportas sityvis pasi,exla erti kvira daeloda da igive zgapari rom moismina(tebasi idzaxis mesis sheudzlia barsashi gadasvlao,laportac vitom da xavic)wavida maiamishi itamshebs daisvenebs siamovnebas miigebs,laporta momdevno archevnebs waagebs savaraudod aseti tyuilebistvis ...
L.J .
26 ივნისი 2023 19:12
1
რო წერთ მესი ვერ დაარეგისტრირა და ეს დაარეგისტრირაო აზრზე არ ხართ ფეხბურთის, აჩემებული გაქვთ რაღაც და იმას გაკივით. ვინ თქვა რო ილქაი დაარეგისტრირეს? ჯერ ესეც არ დაურეგისტრირებიათ და სანამ ფეხბურთელებს არ გაყიდიან ეგ ვერც მოხდება. რაც შეეხება მესის, მესი ითხოვდა მოკლე დროში დარეგისტრირებას რაც შეუძლებელი იყო მინიმუმ 1 ივლისამდე. 30 ივნისს გუნდი ფინანსურ წელს ხურავს და 1 ივლისის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი მესის დარეგისტრირება, რაზეც მესიმ უარი თქვა, უნდოდა მალე გარკვეულიყო ყველაფერი. სამწუხაროდ მოხდა ის რაც მოხდა თორე ვის არ უნდოდა ლეოს ბარსაში დაბრუნება?
barca
26 ივნისი 2023 16:02
2
რახან ოფიციალურად ბარსას ფეხბურთელია, დაარეგისტრირებენ, არ გაუჭირდებათ ბოსებს. რაც შეეხება ლეოს, ლაპორტას სათქმელი ექნება, მე ყველაფერი ვეცადე ლეოს დასაბრუნებლად, მაგრამ სინამდვილეშიც არაფერიც არ უცდია, ეს უბრალოდ მესის ფანების მორიგი თვალების ახვევაა და მისი მორიგი ოინი და ხრიკია.
ზურა
26 ივნისი 2023 17:27
0
არ გვინდა რა? ლაპორტას ნამუსის წმენდა. ლეო რო მიხვდა რო გარანტიებს ვერ აძლევდნენ რა ექნა? პსჟეშიც იმიტომ გადავიდა, ეხლა კი მაიამში.
barsas
26 ივნისი 2023 16:21
6
ყველა გამოხმაურება
ყველგან როგორ გვაბოლებენ ჩვენ უბრალო მომკვდავთ, გინდ პოლიტიკა აიღე და გინდ სპორტი. სასაცილოა რა… მესი ვერ დაარეგიატრირეს და გუნდოგანი თითქმის ჭორის გავრცელებიდან 10 დღეში გაიფორმეს… სასაცილოა რა
TTL
26 ივნისი 2023 15:11
6
Gapormebit ki gaipormes magram daregictrirebuli araa da aqvs kontraktshi punqti tu ver daaregistrireben pirvel turamde wava tavisuplad...mesis lodini ar undoda rashic sruliad vetanxmebi
L.J .
26 ივნისი 2023 15:29
0
მარტო ეს ვიღაც გიუნდოგანი? ყველა უსწრაფესად მოიყვანეს, ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე, ლეოზე კი მტკიცე არა! დავიჯეროთ, ვინც მოათრიეს მესის მერე, ლეოზე მეტი გაუკეთებიათ ბარსასთვის? არადა რა გულით უნდოდა მესის ბარსაში დაბრუნება? ესეთ ამბებს რო გაიგებ, როგორ უნდა უქომაგო ბარსას? დარწმუნებული ვარ, ლეო მაგრად იქნება გულდაწყვეტილი, როცა გაიგებს ამ გიუნდოგანის გაბარსებას.
ბარსა,შეგირცხვეს თავი!
26 ივნისი 2023 15:28
3
ლაპორტ! გიუნდოგანი "ადვილად" დაარეგისტრე არა? და ლეო მესიზე კი "აჯანჯლეთ" დარეგისტრირება, თუნდაც ერთი წლით მაინც რო ყოფილიყო ბარსას ფეხბურთელი და მერე როგორც ლეოს ეკადრებოდა, ისეთი გაცილება მოგეწყოთ, რა არ იმსახურებდა ლეგენდა? რა უნდა ლეოს მაიამიში, თავის ბარსაში (რომელმაც მაგრად უღალატა) უნდა ჩაემთავრებინა საფეხბურთო კარიერა! რას ვიზავთ ლეგენდებს არ სცემენ ბარსაში პატივს. ლაპორტ, ცუდად მოგიტრიალდება, შენი მოღალატეობრივი საქციელი!
ფანი
26 ივნისი 2023 15:02
5
ლაპორტა არის ნაბ**ვარი!
გოგა
27 ივნისი 2023 11:48
1
ვაი შენს პატრონს! როდიდან ითვლება, ლეო მესის ფანობა მადრიდისტობად?
@-ს:დდდ
27 ივნისი 2023 10:42
1
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული