32 წლის ფეხბურთელი "ბარსას" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გერმანიის ნაკრების მოთამაშემ კატალონიურ კლუბთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.
მოგეხსენებათ, "მანჩესტერ სიტის" მთავარ მწვრთნელ პეპ გვარდიოლას ფეხბურთელის შენარჩუნება სურდა, თუმცა გიუნდოგანმა "ქალაქელებთან" ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა.
ილქაი "სიტის" 2016 წელს "დორტმუნდიდან" შეუერთდა. გიუნდოგანმა ამ პერიოდის განმავლობაში გვარდიოლას გუნდის რიგებში 304 მატჩი ჩაატარა და თავი 60 გატანილი გოლით გამოიჩინა.
"პოლიტიკა დასრულდა, ახლა მხოლოდ ფეხბურთი" - გიუნდოგანი გუნდში არსებულ პროტესტზე
"ბარსელონა" გიუნდოგანის შეძენას ზამთარში შეეცდება
გიუნდოგანი თავისუფალი აგენტი ხდება და შესაძლოა, ზაფხულში ესპანურ გრანდში გადავიდეს