ნაირ ტიკნიზიანის შეძენა ხუთ ევროპულ კლუბს სურს

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივისა" და სომხეთის ნაკრების 24 წლის მარცხენა მცველით, ნაირ ტიკნიზიანით, 5 ევროპული კლუბია დაინტერესებული, - იტყობინება Metaratings-ი.

გამოცემის ცნობით, ტიკნიზიანის 2-3 მილიონ ევროდ შეძენის სურვილი "სოსიედადს", "ვერდერს", "ვოლფსბურგს", "ბოლონიას" და "ემპოლის" აქვთ.

ეს თანხა კატეგორიულად არ აკმაყოფილებს "ლოკომოტივს", რომელიც ფეხბურთელში 5.5 მილიონს ითხოვს. თავად ტიკნიზიანს კარიერის ევროპაში გაგრძელება აქვს გადაწყვეტილი.