20 წლის მეკარე დანილ ხუდიაკოვი (სიმაღლე 194 სმ) მოსკოვის "ლოკომოტივიდან" "შტურმში" გადავიდა.
ავსტრიულმა კლუბმა ხუდიაკოვს ოთხწლიანი ხელშეკრულება გაუფორმა. გასულ სეზონში მას "ლოკომოტივის" პირველ გუნდში საერთოდ არ უთამაშია. ჟურნალისტი ივან კარპოვი იტყობინება, რომ რუსული კლუბი კომპენსაციის სახით 310 ათას ევროს მიიღებს.
ხუდიაკოვის ყოველთვიური გასამრჯელო 10 ათასი იქნება. აღსანიშნავია, რომ თანამშრომლობის გაგრძელების სანაცვლოდ "ლოკო" სამჯერ მეტს სთავაზობდა.
"შტურმი", რომლის ღირსებასაც ოთარ კიტეიშვილი იცავს, წელს ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.