ესპანეთში ერთი კოცნის გამო დაწყებული სკანდალი გრძელდება - ფეხბურთელმა გოგონამ ფედერაციის პრეზიდენტს უჩივლა: ლუის რუბიალესს 4-წლამდე პატიმრობა ემუქრება

AutoSharing Option
ეს­პა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ლუის რუ­ბი­ა­ლე­სის წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა. სამ­შა­ბათს ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შემ, ჯე­ნი­ფერ ერ­მო­სომ, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ჩი­ვა­რი შე­ი­ტა­ნა.

ფეხ­ბურ­თე­ლი გო­გო­ნა მა­ნამ­დე აცხა­დებ­და, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­მარ­ჯვე­ბით გა­მოწ­ვე­უ­ლი ემო­ცი­ების გამო მოხ­და.

"კოც­ნა ნამ­დვი­ლად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, თუმ­ცა ყვე­ლა­ფე­რი ემო­ცი­ის გამო მოხ­და - მეტი არა­ფე­რი. აბ­სო­ლუ­ტუ­რად დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ეს აჟი­ო­ტაჟს არ გა­მო­იწ­ვევს”, - ამ­ბობ­და თავ­და­პირ­ვე­ლად ფეხ­ბურ­თე­ლი.

აგ­ვის­ტოს ბო­ლოს, ეროვ­ნუ­ლი სა­სა­მარ­თლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ რუ­ბი­ა­ლე­სის მიერ შე­საძ­ლო სექ­სუ­ა­ლურ ძა­ლა­დო­ბა­ზე წი­ნას­წა­რი გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო, მაგ­რამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას საქ­მის გა­სახ­სნე­ლად თა­ვად ფეხ­ბურ­თე­ლის გან­ცხა­დე­ბა სჭირ­დე­ბო­და.

"სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის საქ­მის აღ­ძვრის­თვის
აუ­ცი­ლე­ბე­ლია და­ზა­რა­ლე­ბულ­მა ან მის­მა კა­ნო­ნი­ერ­მა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა სა­სა­მარ­თლო­ში შე­ი­ტა­ნოს სარ­ჩე­ლი ან მი­მარ­თოს პრო­კუ­რა­ტუ­რას“, - აცხა­დებ­დნენ პრო­კუ­რო­რე­ბი.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დის­ციპ­ლი­ნურ გა­მო­ძი­ე­ბას აწარ­მო­ებს ფეხ­ბურ­თის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფე­დე­რა­ცი­აც (FIFA), რო­მელ­მაც რუ­ბი­ა­ლე­სი სა­ფეხ­ბურ­თო საქ­მი­ა­ნო­ბას სამი თვით ჩა­მო­ა­შო­რა. ბრა­ლის დამ­ტკი­ცე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, მას 4 წლამ­დე ვა­დით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა ემუქ­რე­ბა.

მი­უ­ხე­და­ვად მრა­ვა­ლი მო­წო­დე­ბი­სა, მათ შო­რის, სა­კუ­თა­რი ფე­დე­რა­ცი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან, რუ­ბი­ა­ლეს­მა უარი თქვა გა­დად­გო­მა­ზე და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­სა­მარ­თლო­ში თავს და­ი­ცავს.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ეს­პა­ნე­თის ქალ­თა სა­ფეხ­ბურ­თო ნაკ­რე­ბი, ის­ტო­რი­ა­ში პირ­ვე­ლად, მსოფ­ლი­ო ჩემ­პი­ო­ნი გახ­და, მან ინ­გლი­სის ნაკ­რე­ბი და­ძა­ბულ ბრძო­ლა­ში, 1:0 და­ა­მარ­ცხა. მაგ­რამ და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ყვე­ლას ყუ­რა­დღე­ბა ეს­პა­ნე­თის ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტის, ლუის რუ­ბი­ა­ლე­სის საქ­ცი­ელ­მა მი­ი­პყრო - რუ­ბი­ა­ლეს­მა ეს­პა­ნე­თის ნაკ­რე­ბის მო­თა­მა­შეს, ჯე­ნი­ფერ ერ­მო­სოს, უკი­თხა­ვად აკო­ცა, რა­საც დიდი კრი­ტი­კა მოჰ­ყვა.

წყარო: Ambebi.ge

მკითხველის კომენტარები / 13 /
სიტყვა ძალადობის მნიშვნელობა იცით რაარის სადარის ძალადობა ხალხო ეს არარი დანაშაული განიცადა ტკივილი ან წინააღმდეგობა გუწია თუ სტრესსი ჩავარდა .... დანაშაული არარსებობს ამ ფაქტით
ქარო
08 სექტემბერი 2023 16:39
0
და გამოსაძიებელი რა არის? სხედან და ზღვა მასალებს იკვლევენ ხომ? ვაი მაგათ პატრონს.
???
08 სექტემბერი 2023 10:56
0
ძაან სასაცილოდ გამოიყურება ამ შემთხვევაში ევროპა.. ზღვარი დაკარგეს. ეს პირველი შემთხვევა იქნება ალბათ როცა კოცნის გამო 4 წელს მიუსჯიან ))
ზურიკო
08 სექტემბერი 2023 10:52
1
ძალადობის შესახებ რაიმე გაგეგება? ვინმე შენიანს რომ ასე სახალხოდ ვინმე დაუძგეროს და აკოცოს რამდენად მოგეწონება?
ცოტა დაფიქრდით სანამ დაწერტ და ნუ აზვებით პრორუსულ აგიტაციას.
ზურიკო-ს
08 სექტემბერი 2023 13:43
1
საინტერესოა: კარვახალისთვის რომ ეკოცნა მაშინაც ასეთი ამბები ატყდებოდა?
დინამოელი
08 სექტემბერი 2023 08:37
0
ბაია პატარაია ჩავიდა ალბათ ესპანეთში იმ ფეხბურთელი ქალის სანახავად?
პლეხანოველი
08 სექტემბერი 2023 01:03
2
არავითარი შეთქმულების თეორიების მომხრე არ ვარ მაგრამ რაც აქ ხდება ფაქტია, არასამთავრობო ქალთა და სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველები დიდ ფულს იღებენ, მსგავსი ამბებისთვის. რას ემსახურება ეს? არვიცი ალბათ ადამიანების ყურადღების გადატანას არასწორ საკითხებზე, ნაკლები დრო უნდა დაგვრჩეს ნეოფეოდალების დევნის და ხალხისთვის ძალაუფლების დაბრუნებისთვის. დრო და დაგროვილი ნეგატიური ენერგია უნდა ვხარჯოთ ამ არაფრისმომცემი სისულელეებში.
უვიცი
07 სექტემბერი 2023 23:45
5
ესენი ღირსები არიან ის ტიტული ჩამოართვან!!! პირველ რიგში იმ პ უ ტ ა ნ კ ა ს გამო! იმ კოცნის დღესვე ქონდა ინტერვიუ და კითხეს კიდევაც მაგის შესახებ და თქვა ეს უბრალოდ კოცნა იყო, მერე რაო, არაუშავსო, უბრალოდ ემოციები ვერ მოთოკაო. ეხლა მოუნდა ხოო ჩივილი? რაღაცას შეპირდნენ ეხლა უეჭველი დაა გაიყიდაა და გამოვიდა ვითომ სპეტაკი გოგო! ეგ სულით პ უ ტ ა ნ კ ა!!! გასაგებია რომ ეს კაცი არასწორად მოიქცა მაგრამ,დავიდანვე ეთქვა მაშინ ამ პ უ ტ ა ნ კ ა ს რომ არასწორად მოექცა!
მურთო
07 სექტემბერი 2023 22:14
3
თუ ვინმე დაწყებს მტკიცებას,რომ ეს საჩივარი ზეწოლის გამო არ არის გაკეთებული,იმათ.....!
სოსო
07 სექტემბერი 2023 21:01
2
ტრ..ზე რომ ეკოცნა ალბათ სამუდამო პატიმრობას მოითხოვდნენ.
სამართალი
07 სექტემბერი 2023 20:54
2
ვაიმე, როდიდან გახდა, ევროპა ასეთი "უმწიკვლო"? ქუჩაში ყველას თვალწინ, რო ზასაობენ და სექსაობენ, მაგ დროს არ სცხვენიათ?
ნუ გვაცინებთ.
07 სექტემბერი 2023 18:53
4

სიახლეები პოპულარული