"ლიონს" ფაბიო გროსო გაწვრთნის

AutoSharing Option
"ლიონს" ფაბიო გროსო გაწვრთნის. ამის შესახებ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

წყაროს ცნობით, იტალიელი თავკაცი ფრანგებთან 2-წლიან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ფრანგულ პრესაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ "ლიონის" ხელმძღვანელები მოლაპარაკებებს ჯენარო გატუზოსთანაც აწარმოებდნენ, თუმცა ჟან მიშელ-ოლამ არჩევანი სხვა სპეციალისტზე გააკეთა.

გროსო სხვადასხვა დროს "იუვენტუსის" ახალგაზრდულ გუნდს, "ბარის", "ვერონას", "ბრეშას", "სიონსა" და "ფროზინონეს" წვრთნიდა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული