მოგეხსენებათ, კარლო ანჩელოტი მომდევნო ზაფხულს "ბლანკოსს" დატოვებს და სათავეში ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგება, რაც შეეხება ტუხელს, გერმანული გამოცემები აქტიურად წერენ, რომ "რეკორდმაისტერის" ბოსები გერმანელი სპეციალისტის მუშაობით უკმაყოფილოები არიან.
თავის მხრივ, ალონსოს "ლევერკუზენი" შესანიშნავად გამოიყურება, ესპანელი თავკაცის დამოძღვრილი გუნდი ბუნდესლიგის სატურნირო ცხრილში 4 ტურის შემდეგ "ბაიერნთან" ერთად პირველ ადგილს იყოფს.
ჯერჯერობით უცნობია, სად სურს სამწვრთნელო საქმიანობის გაგრძელება ესპანელს, თუმცა თუ Marca-ს დავუჯერებთ მისთვის ბრძოლაში ფავორიტი მადრიდელები